სააკაშვილის გზავნილი ტურისტულ სექტორს


ჯღანები და გაძვალტყავებულები - ამ ეპითეტებით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულ დაბალშემოსავლიან ტურისტებს მოიხსენიებს.

ყოფილი პრეზიდენტი ტურიზმის სფეროში ხელისუფლების სტრატეგიას აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ქვეყანას ახლა მაღალშემოსავლიანი ტურისტების, მათ შორის მდიდარი შეიხების ჩამოსვლა სჭირდება.

სოციალური ქსელით გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვას და ვიზიტორების ეთნიკური ნიშნით შერჩევის მოწოდებას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტატისტიკურ მონაცემებს უპირისპირებს.

ყოფილი პრეზიდენტის რეზონანსულ განცხადებას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა, მათ შორის პრემიერისგან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან