„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილი და რამდენიმე საათში გარდაცვლილი მედდის გახმაურებული საქმიდან ახალი დეტალები ირკვევა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ სამმა თანამშრომელმა გამოძიებას ცრუ ჩვენებები მისცა. მათ შორისაა ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელსაც აცრის გაკეთების შემდეგ მეგი ბაქრაძის მეთვალყურეობა და გართულებული შემთხვევის მართვა ევალებოდა. სატელევიზიო კომენტარებში, ასევე პირველ ჩვენებაში ინასარიძე ამტკიცებს, რომ მედდის ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მას ადრენალინი გაუკეთა. თავდაპირველ ჩვენებებში ამ ფაქტს ადასტურებს ექთანი, რომელმაც ვაქცინაცია გააკეთა და რეანიმატოლოგის თანაშემწეც. თუმცა ინასარიძის მიერ მოგვიანებით მიცემული ჩვენება სურათს რადიკალურად ცვლის. ირკვევა, რომ ექიმს ბაქრაძისთვის ანაფილაქსიური შოკის სამართავად საჭირო პრეპარატი საერთოდ არ გაუკეთებია.
რა მოხდა 18 მარტს კლინიკა „იმედში“, რატომ შეცვალა ვიოლეტა ინასარიძემ ჩვენება და იყო თუ არა კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნის შემდეგ მეგი ბაქრაძისთვის გაწეული დახმარება დაგვიანებული, - ოჯახის და კლინიკის პერსონალის ვერსიები თეონა ხუბულავამ მოისმინა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.