ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალის გახსნა


6 ივნისს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და გარდაბნის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად სოფელ ყარაჯალაში თბილისის მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გახსნეს.

ფარი-ხანუმ სოფიევა ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, რომელმაც 1918 წელს, დემოკრატიული არჩევნების გზით, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, შეძლო და დეპუტატის მანდატი მოიპოვა.

მემორიალის გახსნის შემდეგ გრიგოლ ნემსაძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადგილობრივებს და ფარი-ხანუმ სოფიევას ოჯახის წევრებს შეხვდა.
#ქვემოქართლი2018
#გარდაბანი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან