„გალაკტიონი უცენზუროდ“ I წიგნი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ!
♦️ ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები. ♦️ გალაკტიონს არაერთ სკაბრეზულ ლექსსა და გამონათქვამს მიაწერენ. ის, რასაც ჩვენ მოგითხრობთ, დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინარული პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად. ♦️ გალაკტიონის ეპიგრამების მთავარი ობიექტი მეფისტოფელური ეპოქაა – დამთრგუნველი, მოძალადე, ფარისევლური და ცინიკური ერთდროულად. პოეტის კონკრეტული სამიზნე უკულტურობაა, სულიერების დეფიციტი, ობივატელთა თვითკმაყოფილება, უფრო ხშირად კი – კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი – მათი დაუსრულებელი ინტრიგები. ♦️ გალაკტიონის უცენზურო სტრიქონები ადამიანური გაღიზიანების, წყენის ნაყოფია და, ამდენად, სუბიექტურიც. ამიტომ მასთან სიტუაციები ჰიპერბოლიზებულია, შტრიხები – გროტესკულსკაბრეზული. პოეტი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც გაურბოდა ბილწსიტყვაობას. სკაბრეზსა და ინვექტივას მხოლოდ ეპიგრამებსა და სატირულ შაირებში მიმართავდა, როგორც ჟანრის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებს. ♦️ წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები. 🎨 ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით. წიგნის გამოსაწერად ესტუმრეთ ბმულს: https://bit.ly/3P5KYGV მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 2195 155
Telex. ge-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილი - წიგნები და მათი როლი ადამიანი...
01:42
გიორგი სააკაძე - 3D წიგნი
01:49
ვიწყებთ სწავლას - ჩემი პირველი სიტყვები
01:46
ვისწავლოთ თამაშ-თამაშით რიცხვები და მათემატიკა
01:34
კლასიკური ქართული სამზარეულო
02:08
ვისწავლოთ ინგლისური ენა
01:02
საღმრთო სჯული
01:24
ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები
მსგავსი ვიდეოები
„გალაკტიონი უცენზუროდ“ - წიგნის წარდგენა „ახალ დღეში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გალაკტიონი
Manana Shioshvili
გალაკტიონი
Cxeli Shokoladi
გალაკტიონი
anetasvimonishvili
გალაკტიონი
Palitra L Publishing
გალაკტიონი
xatulikabat
გალაკტიონ ტაბიძე - "რაც უფრო შორს ხარ" | Another Poetry
Shalva Berianidze
გალაკტიონ ტაბიძე -- თქვენ გენატრებათ ლოჟა-პარტერი
jorji jorjiani