აღკვეთის ღონისძიება


თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 15 პირის აღკვეთის ღონისძიების პროცესი გაიმართა. მოსამართლემ 11 ბრალდებულის შემთხვევაში, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 11 დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სამს კი გირაო. დაკავებულთა ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად 2 000-დან 7 000 ლარამდე გირაოს გამოყენებას მოითხოვდნენ.

საგამოძიებო უწყება 15 დაკავებულს „ქურდული სამყაროს წევრობას“ ედავება. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულები მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ. პროცესს დარბაზში ესწრებოდა 11 ბრალდებული, სამი კი სხდომას დისტანციურ რეჟიმში ადევნებდა თვალს. ერთი ბრალდებული არ იმყოფება საქართველოში, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან