ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 შშმ პირს სამედიცინო ეტლები გადაეცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად, დღეს სოფელ რაჭისუბანში მცხოვრებ 63 წლის გაიანე გავაშელიშვილს, საჩუქრად სამედიცინო ეტლი მიუტანა . ქალბატონმა გაიანემ გამოჩენილი ყურადღებისთვის მუნიციპალიტეტის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და სამედიცინო მედიკამენტებით დახმარება სთხოვა. დავით შერაზადიშვილმა მას მხარდაჭერა აღუთქვა. სამედიცინო ეტლი დღესვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ 66 წლის ვანო ინაძესაც გადასცა. როგორც ბატონმა ვანომ განახცადა, ერთი წელია ,რაც ეტლით სარგებლობს და მისი ეტლი მოძველებული გახლდათ. პირველივე თხოვნა მუნიციპალიტეტმა უყურადღებოდ არ დატოვა და დღეს მას უკვე ახალი ეტლი აქვს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს სამედიცინო ეტლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირს გადაეცა. სამედიცინო ეტლები მუნიციპალიტეტს ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ გადმოსცა, რომელიც 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს. ჩვენი ოფიციალური არხი Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/xyGXml ეს ვიდეო Myvideo.ge-ზე : https://goo.gl/l1D9qW
გაზეთი ბოლნისი-ის სხვა ვიდეოები
როგორ უნდა მოვიქცეთ და ვის უნდა მივმართოთ ქვეწარმა...
ფოთლების დაწვა ჯარიმდება
თბილი ამინდების დადგომას ბოლნისში ქვეწარმავლების მ...
myvideo-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს
,,აღმოაჩინე თავი შენი პოეზიაში“ - ახალგაზრდებმა ღი...
01:53
ნაგვის დაყრა აკრძალულია! - მუნიციპალიტეტის ტერიტორ...
02:42
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმ...
02:25
ძიუდოს სკოლა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირს მა...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
პროექტ „დიდგორელების“ გამარჯვებულების დაჯილდოება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შოთა რეხვიაშვილი 3 მარტს გარდაბანსა და ბოლნისში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
COVID-19 - ვითარება ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარანტინი ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოგი მეშველიანი დაბა კაზრეთში ადგილობრივებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster