კიდევ ერთი კვლევა, რომელშიც კვლავ "ქართული ოცნება" ლიდერობს

26.10.2020 01:42

"დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას" - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დღეს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს. "Survation-ის" კვლევის შედეგები ასეთია: მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? "ქართული ოცნება" - 55% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 % "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5% "ლელო" - 4% "ევროპული საქართველო" - 4% "პატრიოტთა ალიანსი" - 3% "გირჩი" - 2% "ლეიბორისტული პარტია" -2% სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%. კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს? ამაში სრულიად დარწმუნებულია - 70% მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია - 24% მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული - 3% და სრულიად არ ვარ დარწმუნებული - 3% ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანია "Survation-მა ", რომელიც "რუსთავი 2-ის" დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება: