რუხის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

10/30/2016
Radio Atinati-ის მიერ

რუხის მე-100 და 64-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია 30-40 წთ-ით შეწყდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების განცხადებით, ორივე უბნის შემთხვევაში, ამ ფაქტს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია და კენჭისყრის პროცედურა შეუფერხებლად გაგრძელდა. მათივე განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა, ამ დროისთვის, დაბალია.

64-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თქმით, 1557 ამომრჩევლიდან, ამ დროსთვის, 235 მოვიდა, ხოლო მე-100 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბანზე 1281-დან 557-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

64-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცავების მობილიზება შეიმჩნევა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან