გადაადგილება სამშობლოში სიცოცხლის ფასად - ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი
08/26/2020
Radio Atinati-ის
მიერ
65 წლის ოთარ ჯობავა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა გუშინ, გამორიყა. მისი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა, დაახლოებით, დღის 12 საათისთვის იპოვეს. აქ ვარაუდობენ, რომ გალის მკვიდრი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა და დაახრჩო. ორსანტიაში ყვებიან, რომ ოთარ ჯობავა მდინარის გადმოლახვას პენსიასთან დაკავშირებული საბუთების მოსაგვარებლად ცდილობდა. ერთადერთ გზად კი ზუგდიდში მოსახვედრად, ჩაკეტილი ე.წ. საზღვრის პირობებში ენგურის გადმოცურვა მიიჩნია.
„გაჭირვებამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ალბათ. გაჭირვებამ ჩაიყვანა წყალში. არ ჰქონდა სხვა გზა, ენგურის ხიდი ჩაკეტილია, სხვაგან გადმოსასვლელი არსადაა, რა უნდა ექნა. საწყალი... არ აქვთ საშუალება გადმოვიდნენ და წვალობენ“, - სინანულით ამბობენ ორსანტიელები, რომელთა სახლიდან თვალის გასაწვდენ მოკლე მანძილზე ოტობაია, ოკუპირებული გალის კიდევ ერთი სოფელი ჩანს.
სოფელ ოქუმში ოთარ ჯობავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებს ცხედარი არ უნახავთ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან, ჯობავა კი ნათესავის სახლში, ზუგდიდშია დასვენებული. ზუგდიდში ახლობლები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მათი ნათესავი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. უცნობია, როდის გადაასვენებენ გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა განსაკუთრებით მას შემდეგ გაჭირდა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ზუგდიდში გადმოსასვლელი რამდენიმე პუნქტიდან მხოლოდ ერთი დატოვა ღია. ახლა კი, დანარჩენ საქართველომდე მოსასვლელი ერთდაერთი გზა - ენგურის ხიდიც დაკეტილია და პანდემიის პრევენციის საბაბით, პერიოდულად, მხოლოდ რამდენიმე დღით იხსნება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...