"არქეოლოგიური" გათხრები ბულდოზერებით - ანაკოფიის ციხე-სიმაგრე საფრთხეშია

16.09.2014 03:32

ინფორმაცია კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონიდან. ანაკოფიის ციხე-სიმაგრეზე არქეოლოგიური გათხრები ბულდოზერებით და გამოუცდელი სპეციალისტების მიერ ჩატარდა. აფხაზეთის ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული მასალით, ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლზე მუშაობა, თავად ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნით დაიწყო და ამ დროისთვის უკვე არაერთი არტეფაქტია ნაპოვნი. ციხე-სიმაგრეს, რომელიც მე-8 საუკუნეში მურვან ყრუმაც ვერ აიღო, საოკუპაციო რეჟიმმა თავისი კვალი უკვე დაამჩნია. ქართულ მხარესთან შეუთანხმებელ სამუშაოებზე ქეთი ბერაია გიამბობთ.

გაზიარება:
Compania