AP სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება

17.12.2018 01:37

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის ფონზე“, - ამ სათაურით ეხმაურება სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი“  თელავში გამართულ ღონისძიებას.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციონერ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მას შემდეგ მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ თელავისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ - „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ ის იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania