ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სპეციალური ზომებია მიღებული. კოვიდ-19 ოფისის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც, საარჩევნო შტაბში მიმოსვლა შეზღუდულია. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის, ყოველ სამ დღეში ერთხელ ტესტირებას ჩაუტარებენ მმართველი პარტიის ლიდერებს და წევრებს, რომლებსაც ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ. იზოლაციაშია პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ის გახდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კიდევ ორი თანამშრომლის დაინფიცირების წყარო. დღევანდელი მონაცემი -  18 ახალი შემთხვევა, აგვისტოს განმავლობაში მესამე, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან