პრევენციული ღონიძიებები სააღმზრდელო დაწესებულებებში


გასული გაზაფხულის მაისის თვიდან საქართველოში ვირუსულ მენინგიტებს ეპიდემიური აფეთქება ჰქონდა, რომელიც შუა ზაფხულამდე გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით, გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვით, გარკვეულ სამინისტროებსა და თვითმმართველობებს შემოდგომაზე ეპიდემიური აფეთქებების თავიდან ასაცილებლად, გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება დაევალათ: ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრების მეშვეობით, სპეციალური კითხვარებისა და მეთოდოლოგიის საშუალებით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში, როგორც სკოლაში, ასევე ბაღებში, მონიტორინგს განახორციელებს და ადგილზე არსებული ჰიგიენური პირობების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიპოვებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oVq0Xr

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან