საფინანასო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდა

31.03.2020 05:39

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა საფინანსო სექტორშიც. ფაქტობრივი კარანტინის დროს, ბანკებისა და მიკროსაფინანსო-ორგანიზაციების გარდა, მუშაობს წყვეტს ყველა დანარჩენი დაწესებულება. ისინი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. თუმცა მუშაობას საერთოდ აჩერებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. კოვიდ 19-ის გამო შექმნილი ვითარება, ნეგატიურად აისახება სავალუტო ბაზარზე და ზოგადად მთელ ეკონომიკაზე. ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზეა - გაუფასურებული ლარის და ეკონომიკური ზრდის შენელებული დინამიკით.


მოსალოდნელი ნეგატიური ეფექტების მინიმუმამდე დასაყვანად მზადდება ეკონომიკის სტიმულირების მეორე პაკეტი, ასევე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაძიებლად.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog