ელოდა თუ არა ამომრჩეველი არჩევნების ამ შედეგს - ხალხის აზრი ბორჯომიდან
11/02/2020
ტელეკომპანია ბორჯომი-ის
მიერ
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 48, 15% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 27,14% დააგროვა, ევროპულ საქართველოს კი 3,78% ერგო. ხმათა თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და პატრიოტთა ალიანსმა. 2, 89%-მა გამოუცხადა ნდობა გირჩს, 1, 33-მა მოქალაქეებს, ხოლო 1% დააგროვა ლეიბორისტულმა პარტიამ. პარტიული სიის მიხედვით, ყველაზე მეტი დეპუტატი მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ გუნდს ეყოლება. ქართულ ოცნებას 61 მანდატი აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ - „ძალა ერთობაშია“ - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატით), 4-4 მანდატი ერგოთ „სტრატეგია აღმაშენებელს“ , „ლელოს“ , „პატრიოტთა ალიანსს“ და „გირჩს“, 2 მანდატი აქვს „მოქალაქეებს“ , ხოლო „ლეიბორისტულ პარტიას“ (1 მანდატი). ოპოზიცია არ ცნობს ამ შედეგს, ამბობს, რომ ის გაყალბებულია და ახალ არჩევნებს მოითხოვს. საუბრობენ მანდატებზე უარის თქმაზეც.
ელოდა თუ არა ხალხი არჩევნებზე ამ შედეგს და როგორი მოლოდინი აქვს ამომრჩეველს. ეს კითხვა ბორჯომში ადგილობრივებს დავუსვით.
#არჩევნები2020 #პარლამენტი #კანდიდატი #მაჟორიტარი #ტელეკომპანიაბორჯომი
ელოდა თუ არა ხალხი არჩევნებზე ამ შედეგს და როგორი მოლოდინი აქვს ამომრჩეველს. ეს კითხვა ბორჯომში ადგილობრივებს დავუსვით.
#არჩევნები2020 #პარლამენტი #კანდიდატი #მაჟორიტარი #ტელეკომპანიაბორჯომი