ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფორმაციის ნაკლებობა მედიისთვის

05.11.2020

სამცხე-ჯავახეთში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სამხარეო ადმინისტრაცია არის რეგიონული მედიისთვის ინფორმაციის გავრცელების ფაქტობრივად ერთადერთი წყარო, რომელიც ყოველდღიურად გვაცნობს კოვიდსტატისტიკას მუნიციპალიტეტების მიხედვით. თუმცა, ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ ციფრებით და სხვა კითხვები რჩება უპასუხოდ. ადგილზე ჯანდაცვის სამსახური და სხვა პასუხისმგებელი პირები კი ხშირად თავს იკავებს ჩართვებისგან და კომენტარების გაკეთებისგან იმის შესახებ თუ რა რისკები არსებობს ქალაქში, რა სახის პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ და როგორია რეალური სურათი ბორჯომში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით. ადგილობრივი მოსახლეობა კი ითხოვს მედიისგან უფრო მეტ ინფორმაციას, თუ რა ხდება მათ ქალაქში, სოფელში და უბანში, რომ უკეთ შეძლონ ვირუსისგან თავის დაცვა. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად რთულია ჟურნალისტებისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მოპოვება და როგორ უნდა იმუშაოს მედიამ, რატომ იბლოკება ინფორმაციები და რატომ არიდებენ თავს პასუხისმგებელი პირები კითხვებზე პასუხის გაცემისგან - "დღის ამბების" შეკითხვებს პასუხობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძვანელი ნათია კუპრაშვილი. #კორონავირუსი #ინფორმაცია #მედია #ჟურნალისტი #ტელეკომპანიაბორჯომი

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღო
04:39

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...

Georgian Government

შეზღუდვები მესტიაში
04:59

შეზღუდვები მესტიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა
00:47

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
01:01

კორონავირუსი -​ ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში
01:06

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
02:15

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად...

Georgian Government

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
01:02

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო