სახელმწიფოს თუ ოჯახის გულგრილობა - რას ფიქრობენ ახალციხეში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე

15.02.2021 02:03

სოციალური სამსახური, სამართალდამცველები, ოჯახი და საზოგადოება - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში. არასრულწლოვანმა პოლიციასთან ჯერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გააუპატიურეს. იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიღო და არც სავარაუდო დამნაშავე დაუკავებიათ, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უბედური შემთხვევის შესახებ ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მომხდარი სახელმწიფოს, საზოგადოების, ოჯახის, სკოლის გულგრილობის და პასუხისმგებელი უწყებების არასათანადო რეაგირების ბრალია. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს, ორი თვის შემდეგ კი მან თავი მოიკლა. პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა. გაუპატიურებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობის გამო, საქართველოში ასდღიანი კამპანია #ნინისგამო დაიწყო. მისი მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სექსუალურ ძალადობაზე და ამ მხრივ სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობის ჩვენება. კამპანიის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: 1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი; 2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; 3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა; 4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; 5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ლგბტ სიბილწის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ (11.02.2019)
02:55

ლგბტ სიბილწის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის შესა...

ზნეობა Zneoba

მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდება ხელისუფლებას
01:48

მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდება ხელისუფლებას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ანა ნაცვლიშვილი პირდაპირ ეთერში ,,ქრონიკის'' შეკითხვებს პასუხობს
13:43

ანა ნაცვლიშვილი პირდაპირ ეთერში ,,ქრონიკის'' შეკითხვებს პასუ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

პრეზიდენტის მიმართვა გაეროს ასამბლეაზე | Address by the President at the UN General Assembly
30:53

პრეზიდენტის მიმართვა გაეროს ასამბლეაზე | Address by the Pres...

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნაზე პრემიერმა ხელი მოაწერა
05:45

ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნაზე პრემიერმა...

MULTIMEDIA GE

თამარ ბაჩალიაშვილისა  და \"სუსი\"-ს მანქანების გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა
06:01

თამარ ბაჩალიაშვილისა და "სუსი"-ს მანქანების გადაადგილების ა...

MULTIMEDIA GE

13 ილუმინატური საგვარეულო (The Top 13 Bloodlines of The Illuminati)
01:41

13 ილუმინატური საგვარეულო (The Top 13 Bloodlines of The Illu...

Archi Robertson

შეხვედრა საბურთალოს მოსახლეობასთან
08:20

შეხვედრა საბურთალოს მოსახლეობასთან

Giorgi Kvirikashvili

ყველა ვიდეო