სახელმწიფოს თუ ოჯახის გულგრილობა - რას ფიქრობენ ახალციხეში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე
სოციალური სამსახური, სამართალდამცველები, ოჯახი და საზოგადოება - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში. არასრულწლოვანმა პოლიციასთან ჯერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გააუპატიურეს. იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიღო და არც სავარაუდო დამნაშავე დაუკავებიათ, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უბედური შემთხვევის შესახებ ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მომხდარი სახელმწიფოს, საზოგადოების, ოჯახის, სკოლის გულგრილობის და პასუხისმგებელი უწყებების არასათანადო რეაგირების ბრალია. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს, ორი თვის შემდეგ კი მან თავი მოიკლა. პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა. გაუპატიურებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობის გამო, საქართველოში ასდღიანი კამპანია #ნინისგამო დაიწყო. მისი მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სექსუალურ ძალადობაზე და ამ მხრივ სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობის ჩვენება. კამპანიის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: 1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი; 2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; 3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა; 4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; 5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.
მეცხრე არხი ახალციხე-ის სხვა ვიდეოები
რას უყვება ახალციხელი სტუდენტი ,,მე–9 არხს“ საფრან...
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას?
მოვისმინეთ და გავიგეთ თქვენი აზრი - დიდ პამაჯში ხე...
ჩრდილოვან მმართველობას ვებრძოდით ჩვენ - ენმ-დან წა...
ახალციხეს 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლე...
სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შშმ პირებს სურსათი გა...
ნუგზარ კაველიძე: "ნებისმიერი სასუქის დიდი დოზის გა...
გადაწყვეტილებას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ მივ...
მსგავსი ვიდეოები
ლგბტ სიბილწის დამკანონებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის შესა...
ზნეობა Zneoba
მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდება ხელისუფლებას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანა ნაცვლიშვილი პირდაპირ ეთერში ,,ქრონიკის'' შეკითხვებს პასუ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პრეზიდენტის მიმართვა გაეროს ასამბლეაზე | Address by the Pres...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნაზე პრემიერმა...
MULTIMEDIA GE
თამარ ბაჩალიაშვილისა და "სუსი"-ს მანქანების გადაადგილების ა...
MULTIMEDIA GE
13 ილუმინატური საგვარეულო (The Top 13 Bloodlines of The Illu...
Archi Robertson
შეხვედრა საბურთალოს მოსახლეობასთან
Giorgi Kvirikashvili