ტვირთი ოდესიდან - გამოძიება ტერორიზმის საქმეზე
მანქანის ნაწილებში დამალული ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა და დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც სუს-ში ახლაც იკვლევენ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეზონანსული საქმის გამოძიება დაიწყო. ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე სახელდება. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, სწორედ შარაშიძე უწევდა ორგანიზებას ქალაქ ოდესიდან სამი ქვეყნის გავლით საქართველოში ჩამოტანილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ნივთიერებას, რომელთა ნაწილი რუსეთის ქალაქ ვორონეჟში უნდა გაეტანათ, ნაწილი კი თბილისში ინახებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების გამოყენება საკმაოდ დიდ მსხვერპლს და მასშტაბურ ზარალს გამოიწვევდა. ახლა გამოძიება თავდასხმის ობიექტების დადგენას ცდილობს. საქმეში სამი ქვეყნის ჯამში 12 მოქალაქე ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე ტერაქტის მზადების მუხლით გადაკვალიფიცირდეს. როგორც ირკვევა, საშიში მოწყობილობებით და ნივთიერებებით სავსე ავტომობილის გადაადგილებას სამართალდამცავები ფარულად აკონტროლებდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - გამოხმაურებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Soso Mikeladze - რა გიშლით ხელს თავი კარგად იგრძნოთ?
Soso Mikeladze Official
ტვირთი - საშინელებათა ისტორია
Creepy Tales / შემზარავი ამბები
რა დანიშნულების ტვირთი
info9 info99
თანაგრძნობის ტვირთი - ფსიქოლოგი, თამარ თანდაშვილი
Euronews Georgia
მორალური ტვირთი აგვკიდეთ და კრიტიკაც კი აგვიკრძალეთ, - რომან...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ჰუმანიტარული ტვირთი რომელიც დევნილებამდე არ მისულა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster