გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - გამოხმაურებები

06.02.2024 04:02

ოდესიდან შემოტანილი ტვირთი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა და რეზონანსული საქმე უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია მანქანის ნაწილებში დამალულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც სუს-ის განცხადებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოიტანეს და რომლის გატანაც რუსეთის ქალაქ ვორონეჟში იგეგმებოდა. ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად უკრაინის მოქალაქე და პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, ანდრეი შარაშიძე სახელდება. საქმის მასალების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობების და ნივთიერებების გამოყენება საკმაოდ დიდ მსხვერპლს და მასშტაბურ ზარალს გამოიწვევდა. ახლა გამოძიება თავდასხმის ობიექტების დადგენას ცდილობს. საქმეში სამი ქვეყნის, ჯამში 12 მოქალაქე ფიგურირებს. სუს-ის ბრიფინგთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოში უკრაინის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას. „საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - შეფასებები
07:09

გამოძიება ტერორიზმის საქმეზე - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტვირთი ოდესიდან - გამოძიება ტერორიზმის საქმეზე
06:44

ტვირთი ოდესიდან - გამოძიება ტერორიზმის საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ტერორიზმის საქმეზე ორი ბრალდებულის მიმართ სასამართლო სხდომები გრძელდება
02:01

ტერორიზმის საქმეზე ორი ბრალდებულის მიმართ სასამართლო სხდომებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოძიება ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე
08:40

გამოძიება ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცრუ შეტყობინებები - სუს-ის განცხადება
04:10

ცრუ შეტყობინებები - სუს-ის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი
00:45

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი

საქართველოს პროკურატურა

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვა მიმდინარეობს
02:39

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვა...

TV IMEDI

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
02:10

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო