დისკრიმინაციული განცხადებები და სიძულვილის ენა პოლიტიკაში


სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ ფასდება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მიერ ერთ-ერთი ტელეეთერით გაკეთებული განცხადება, სადაც გიორგი ვაშაძემ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები დამაკნინებელი ფორმით მოიხსენია. ვაშაძის რიტორიკას დისკრიმინაციული უწოდეს და მას ბოდიშის მოხდა ურჩიეს ოპოზიციური პარტიების უმეტესობაში,   თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც განცხადება უბრალო წამოცდენად აღიქვა.
მმართველ გუნდში კი, სადაც გიორგი ვაშაძის განცხადება მიუღებლად შეაფასეს, ოპონენტის ქმედება საერთოდ არ გაკვირვებიათ და მას წარსულში გაკეთებული სხვა დისკრიმინაციული კომენტარიც შეახსენეს. თავად გიორგი ვაშაძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს თემაზე დამატებითი განმარტებები დღეს არ გაუკეთებიათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან