მინისტრის შეხვედრა ბენეფიციარებთან

09/30/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან გრძელდება. შემდეგი პროექტი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, საქართველოს 16 რეგიონში სიმებიანი კვარტეტის, „იბერის'' გასტროლია.
ამ პროექტთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, გურამ ოდიშარია თბილისის სიმებიანი კვარტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
სიმებიანი კვარტეტის პროექტი „საკვარტეტო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში\", კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ''რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში'' განხორციელდა; პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში კლასიკური მუსიკის განვითარება-პოპულარიზაციას.
სიმებინი კვარტეტის კონცერტები საქართველოს 16 რეგიონში ჩატარდა. კერძოდ, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, რუსთავში, მცხეთაში, ქარელში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, ქუთაისში, ჭიათურაში, საჩხერეში, სენაკში, მარტვილში, ზუგდიდსა და ფოთში. კონცერტებთან ერთად, კვარტეტის მაღალპროფესიონალმა შემსრულებლებმა რეგიონების სამუსიკო სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის, საგანმანათლებლო ლექციებიც ჩაატარეს.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან