„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს


„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა“.

„დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა. რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ. ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური ჯგუფები. ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა. განცხადების ავტორები კითხვითაც მიმართავენ ამერიკის ელჩს. რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას?“ ვკითხულობთ „ხალხის ძალის“ მორიგ განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან