„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება. ჩვენ არაერთი კითხვით მივმართეთ ელჩს. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არ აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არ აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ. ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
“ხალხის ძალა განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI
"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს
TV IMEDI