ალბომი „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“
9 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ირაკლი გელენავა დაესწრნენ. ალბომი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში თავმოყრილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი უძრავი ძეგლისა (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი და სხვ.) უახლესი ფოტომასალა, ასევე ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა. ალბომი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა მოამზადა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
"The Georgian Six" - ის ალბომის პრეზენტაცია "ბრავო რექორდსში...
Music Box
#Cსუტდია “ლიტერატურის სკოლა"/ “თანამედროვეობა და ფოტოგრაფიულ...
კულტურისა სამინისტროში ზურაბ ნიჟარაძის წიგნი-ალბომის პრეზენტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ირაკლი ჩარკვიანის ახალი უნიკალური CD ალბომი
culturegovge culturegovge
ზურაბ ნიჟარაძე - 85, წიგნი-ალბომი კულტურის სამინისტროსგან
culturegovge culturegovge