სააღდგომა მსახურება სახარების რწმენის ეკლესიაში

28.04.2019 00:34

მართლმადიდებლების გარდა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია. საზეიმო ღვთისმსახურების დროს გოსფელის გუნდის მიერ სადიდებელი საგალობლები შესრულდა. სცენაზე იგალობეს ბავშვთა გუნდის წევრებმაც. შესრულდა ზიარების საიდუმლო. სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა ქრისტიანებს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა. სააღდგომო ღვთისმსახურებას თბილისში არსებული ნიგერიელთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პასტორმა სოლომონ ფალაბიმ მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: