როგორ მზადდება ნამდვილი მეგრული აჯიკა
აფხაზეთიდან დევნილი 58 წლის ვენერა გაბუნია 16 წელია, აჯიკას ამზადებს. მეგრული აჯიკის მომზადება აქტიურად დევნილობის შემდეგ დაიწყო და ახლა უკვე საკუთარ პროდუქციას ყიდის კიდეც. იხსენებს, რომ ბავშვობაში, გაგრაში ცხოვრების პერიოდში, დედა აფხაზურ აჯიკას ხშირად ამზადებდა და ვენერამაც მისგან ისწავლა. „დედას ჰქონდათ ქვის თეფშისმაგვარი ჭურჭელი, რაშიც ვნაყავდით წიწაკას, ნიორს, ხმელ სუნელს... ეს იყო აფხაზური აჯიკა“, - გვიყვება ვენერა. პროდუქცია შემოსავლის წყაროდ მას შემდეგ იქცა, რაც მის აჯიკაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამბობს, რომ მის მიერ დამზადებული აჯიკის მთავარი საიდუმლო ინგრედიენტების დოზაა, რომელსაც არავის უმხელს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებს მომზადების დროს ნაკლებად იყენებს. „როგორც წესი, არ ვიყენებ არც ბლენდერს, არც ელექტროხორცსაკეპს. ნიორს, ხმელ სუნელს ხელის ხის სანაყით ვნახავ, ვხარშავ წიწაკას, ვატარებ, როგორც ადრე დედაჩემი აკეთებდა“, - ამბობს დიასახლისი. ფიქრობს, რომ მეგრული აჯიკის მომზადების ძველი მეთოდი აჯიკას იმ გემოსა და განსაკუთრებულობას უნარჩუნებს, რითაც ეს სანელებელი საქართველოში დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს. ამიტომაც, აპირებს საკუთარ შვილებს აჯიკის მომზადების ეს წესი გადასცეს და ასწავლოს. მეგრული და აფხაზური აჯიკის მომზადების მეთოდს არამატერალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე დღის წინ მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მეთოდი მივიწყების პროცესშია და მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ამ ტრადიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat... MUSIC: Bensound.com
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული ლობიანი და მცენარეული ბუღლავა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
სვანური მარილის მომზადება
Civic Initiative
#გურმანია ქართული ყველი და ღვინო/ რაჭული ლორი და ლობიანი/ Fa...
გურმანია
თუკი ყველაზე გემრიელი გლინტვეინის დაგემოვნება გსურთ, ეს რეცე...
Ojakhuri Company
Katy \u0026 Acho Cooking - პასტა
Katy \u0026 Acho Cooking
მზადება მოგზაურობისთვის ✈️Facebook ჯგუფი, ბუსტერი და შოპინგი
Dea Gogishvili
რჩევები წარმატებული ინტერვიუსთვის მარიამთან ერთად @Fennec T...
Dea Gogishvili
საქორწინო ბეჭდების სერია " მინი "
Maks - მეირ შავიტის საიუველირო VIP სალონი