ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

08.09.2018 01:09

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო გარემო 2012 წელთან შედარებით, უკიდურესად გაუარესებულია, ამიტომ ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა. ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და გეგმავს, რომ თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოების გასააქტიურებლად იბრძოლოს და შექმნას ძალა, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლას აიძულებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო