შატილის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიები, მოპოვებული და შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიკითხა ათეულობით პირი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური. სრულად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
საგზაო უსაფრთხოება და რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი - აქცია გლო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ნიკოლოზ ყაჭიური...
MULTIMEDIA GE
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავე...
საქართველოს პროკურატურა
სხვა ნანუკა - შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვ...
ნანუკას არხი / Nanuka's Channel