შატილის გზაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
02/24/2021
საქართველოს პროკურატურა-ის
მიერ
საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ ტურისტული კომპანიის დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, თბილისიდან შატილში მიკროავტობუსით 20 პირი გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, ხოლო შემდეგ 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორიები, მოპოვებული და შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, გამოიკითხა ათეულობით პირი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური.
სრულად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...