150-200 ლარიანი დახმარება ბავშვებს და უფასო ვიტამინოთერაპია ორსულებს
06/05/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
150-200 ლარიანი დახმარება ბავშვებისთვის და უფასო ვიტამინოთერაპია ყველა ორსულისთვის. მთავრობის ეს ინიციატივა იმ რეგიონებზე ვრცელდება, სადაც უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია ყოველთვიური დახმარება ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე, რომელიც 2014 წლის 1 ივნისის შემდეგ დაიბადება. სახელმწიფო გამოყოფს ფინანსურ დახმარებას, რომელსაც ბავშვები 2 წლის ასაკიდან მიიღებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოციალური დახმარების გაცემა მუნიციპალიტეტში არსებულ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა მიმდინარეობს სხვა სახის რვა პროგრამა: ახალშობილთა, მრავალშვილიანთა ოჯახების, ეკონომიურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისა და სხვა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jWQjZB