საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
„კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე საქართველოს მთავრობა 410 მილიონ ლარს დახარჯავს. დეტალები დღეს გახდა ცნობილი. სრული ბიუჯეტი და 130 მილიონი ლარი „სტოპ-კოვ ფონდში“ აკუმულირებული თანხაა. გეგმის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს 17 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს ყველა მოქალაქე. ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით, დაერიცხება 300 ლარი. გრძელდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამაც. ზამთრის პერიოდში, ოთხი თვის განმავლობაში, მოხდება გადასახადების სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზსა და 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირება შეეხება სტუდენტების სწავლის გადასახადსაც. კონკრეტულად, საუბარია 150 ათასი სოციალური ქულის მქონე მოქალაქეებზე. ასეთ სტუდენტებს დაუფინანსდებათ ერთი სემესტრის სრული საფასური, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, ვისაც სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, სემესტრის გადასახადი სრულად დაუფინანსდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მთავრობას კიდევ დასჭირდეს სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
TV 25
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ნაჩქარევია“
რადიო თავისუფლება
საქართველო ევროკავშირისგან სესხის აღებაზე უარს ამბობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster