დაკარგული გერმანელი ინჟინერის ოჯახი დახმარებას ითხოვს

08/04/2016
Radio Atinati-ის მიერ

სამეგრელო -ზემო სავანეთის მხარეში დაკარგული გერმანელი მოქალაქის ქალიშვილი ვიქტორია სერდაკოვსკაია დახმარებას ითხოვს. მან მიმართვა დღეს ენგურის ხიდიდან გააკეთა.

\"მე ვთხოვ ყველას, ვინც შეიძლება იცოდეს მისი ადგილსამყოფელი, ან ფლობს რაიმე ინფორმაციას მის შესახებ, დარეკოს მითითებულ ნომრებზე, ჩვენ მადლობელი ვიქნებით. მე თქვენ მოგმართავთ თხოვნით, თუმცა კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ რადგან, ბერვი კითხვა ჯერაც უპასუხოდ რჩება,“- აღნიშნა მან.

დაკარგულის ოჯახი საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს:

+380674266878, +995599436744, +995599278008, +995577177089, +4915223884867. როგორც სერდაკოვსკაია ამბობს, ინფორმაციის მიმწოდებელი დასაჩუქრდება.

გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა. ის მესტიაში კომპანია \"ეპტისას\" წარმომადგენელი იყო და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა წყალკანალის მშენებლობის ზედამხედველად.მას კონტრაქტი დაუმთავრდა და 15 ივლისს ტოვებდა საქართველოს.სერდაკოვსკაია სათვალთვალო კამერებმა ბოლოს ჯვარში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი უჩინარდება.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან