ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ. პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე მალხაზ ბიგვავას მიწის ნაკვეთი ფართობით 2 035 კვ.მ. ასევე, გამოვლენილია ავტომანქანების სახელმწიფოსთვის იძულებით გადაცემის მორიგი ფაქტი და პროკურატურამ დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ავტომანქანების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების...
საქართველოს პროკურატურა
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დე...
საქართველოს პროკურატურა
უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ფაქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი გან...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნები...
საქართველოს პროკურატურა
გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმე...
საქართველოს პროკურატურა
უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის დ...
საქართველოს პროკურატურა