თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტის პროექტი "ოქროს რტო" - მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია

22.01.2019 01:14

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, განხორციელდება ყოველწლიური ერთობლივი პროექტი, პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: • სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; • სსიპ - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; • სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; • სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 2019 წლის 22 იანვარს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ზემოაღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და წარმომადგენლები. © მაესტრო ეწვიეთ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: www.tafu.edu.ge თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური Facebook გვერდი: https://www.facebook.com/tafuofficial დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის ოფიციალური Facebook გვერდი: https://www.facebook.com/DimitriAleks...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო