„ოქროს რტო 2019“

21.12.2019

რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში „ოქროს რტო 2019“ გაიმართა. გამარჯვებულები 12 ნომინაციაში გამოვლინდნენ. მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის - თედო დოლიძეს გადაეცა, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის კი ჯილდო ზვიად ციკოლიამ აიღო. კინოდაჯილდოებაში მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური სტუდენტური ფილმები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი სტუდენტური ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, ახალგაზრდებს შორის კონკურენციის გაჩენა და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: