ამერიკელი სენატორების პრესკონფერენცია


საქართველო აშშ-დან მაღალი დონის დელეგაციას მასპინძლობს.

თბილისში გავლენიანი ამერიკელი სენატორები იმყოფებიან. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმღვანელი, ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან, რობ პორტმანი პანდემიის შემდეგ პირველად სწორედ საქართველოს ესტუმრნენ, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ დიდ ინტერესს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას ადასტურებს. აუცილებელია შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება და დოკუმენტში გაწერილი რეფორმების იმპლემენტაცია - ასეთია კანონმდებლების მთავარი მოწოდება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე. სენატორები ამბობენ, რომ მოსკოვი ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლას ერთი და იმავე ხელწერით და აგრესიული პოლიტიკით ცდილობს, ამ კუთხით კი საქართველოს აშშ-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. 

ანა ბროლაძემ მოისმინა მედიისთვის სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან