ამერიკელი სენატორების ვიზიტი


შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან - საქართველოში მყოფი ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ დისკუსიას. დღის ბოლოს კი ვიზიტს სპეციალურ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

შეხვედრა უკვე შედგა მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ექსპერტებთან. დისკუსიას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანიც ესწრებოდა. მონაწილეების განცხადებით, მიღებაზე ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, ასევე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც.

შეგახსენებთ, თბილისში ჩამოსვლამდე სენატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ყურადღება გამახვილებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი რეგიონში თავისი გავლენის გავრცელებისთვის მოქმედებს, ამიტომ ამერიკამ უფრო მტკიცე პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს.

თბილისიდან სენატორები რუმინეთში გაემგზავრებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან