სააკაშვილი უკრაინის სახალხო დამცველმა მოინახულა


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს უკრაინის სახალხო დამცველმა მოინახულა.

ლუდმილა დენისოვა მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან მიმართებით დარღვეულია სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლება. მისი განცხადებით, თუ სააკაშვილი კვლავ ციხეში დარჩება, მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ადგილზე მობილიზებული რეანომობილი სავარაუდოდ მის საავადმყოფომდე მიყვანასაც ვერ მოასწრებს. მისი თქმით, ქართველმა კოლეგამ დაუდასტურა, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში არ არის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა აუცილებელი დახმარების გასაწევად კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ადამიანისთვის. მისი თქმით, ასეთი კრიზისი სააკაშვილს 27-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეიძლება ნებისმიერ დროს დაუდგეს. დენისოვას განმარტებით, ის დაწერს შეფასებას თუ რა ნახა ადგილზე, რის შემდეგაც დასკვნას უკრაინაში მყოფ დიპლომატებსა და ევროპარლამენტს გადაუგზავნის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან