განცხადებები სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

27.10.2021 10:15

მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილი მისი მკვლელობის გეგმაზე საუბრობს და დღეიდან მკურნალობასა და რეანომობილით მომსახურებაზე უარს ამბობს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის წამლები, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება. ექს-პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს უკრაინის სახალხო დამცველიც, რომელიც დღეს პატიმარს პირადად შეხვდა. ლუდმილა დენისოვა ქართველ კოლეგაზე დაყრდნობით სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა. ხელისუფლებას ანალოგიური მოთხოვნით მიმართავს „ევროპის სახალხო პარტიაც“. ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებს და მუდმივ სამედიცინო კონტროლს ითხოვს უკრაინელი ექიმიც, რომელიც მკურნალობასა და ანალიზებზე უარის შემთხვევაში სააკაშვილის დამძიმების გაზრდილ რისკებზე საუბრობს. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია - მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ექიმთა ჯგუფის მიერ მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში ყველა კვლევა და პროცედურა ჩაუტარდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვოკატების მოთხოვნა
06:19

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვოკატების მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსჯავრდებულმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
07:11

მსჯავრდებულმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა
00:39

დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
07:01

მიხეილ სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

PKTV. სინდისის პატიმარ, სააკაშვილის რეჟიმიდან დღემდე პოლიტმძევალ ირაკლი დოკვაძის განცხადება.09.11.21
09:57

PKTV. სინდისის პატიმარ, სააკაშვილის რეჟიმიდან დღემდე პოლიტმძ...

PK TV2

ირაკლი დოკვაძის სკანდალური განცხადება ციხიდან არჩევნებსა და ციხის რეჟიმებზე, 12.10.21
10:52

ირაკლი დოკვაძის სკანდალური განცხადება ციხიდან არჩევნებსა და...

PK TV2

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე
06:29

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
10:53

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო