გამოკითხვა პროკურატურაში


ჯაბა ჯიშკარიანი პროკურატურაში დაკითხეს.

საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიბარეს. განცხადებაში ის ამბობდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა სამართადმცველი გიგი დალაქიშვილი, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ არათუ დასაჯა, არამედ დააწინაურა და 2013 წელს, შს ყოფილმა მინისტრმა, ალექდანდრე ჭიკაიძემ მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა და იმავე წელს გაათავისუფლა. ჯიშკარიანის თქმით, წლების განმავლობაში, დალაქიშვილის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა, თუმცა პროკურატურაში მხოლოდ ახლა, „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ დაიბარეს, რაც მას ეჭვებს უჩენს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან