სიახლე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

13.09.2022 04:03

გულის მანკის მქონე მოქალაქეების მკურნალობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დააფინანსებენ. თუ მანამდე თანხა მიმართვის საფუძველზე გაიცემოდა, რაც ბიუროკრატიულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ახლა უკვე პაციენტი კუთვნილ დაფინანსებას გარანტირებულად მიიღებს. 18-წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის 100-%-იანი დაფინანსება იქნება უზრუნველყოფილი, პენსიონერებისთვის - 90, დანარჩენებისთვის კი თანხის 70% ანაზღაურდება. გულის მანკის მქონე ადამიანებისთვის განსაზღვრული პროცედურები და ქირურგიული ჩარევები საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კლინიკებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსგან გაფრთხილებაც მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: