2
ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მოქალაქეებს პროგრამით სარგებლობისას ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. პაციენტი თანაგადახდის პრინციპით დამატებითი სერვისებით ისარგებლებს და ამის გამო პროგრამის დატოვება აღარ მოუწევს. საუბარია ისეთ დამატებით მომსახურებაზე, რისი ანაზღაურებაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ხდება. იგულისხმება საკუთარი სურვილით ექიმის ან ექთნის აყვანა, პალატის და სახარჯი მასალების არჩევა, ანუ ე.წ. ვიპ-მომსახურება. ასეთ შემთხვევაში მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან მხოლოდ მითითებული სერვისების თანხას გადაიხდის, ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე კი სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდება. ახალი რეგულაცია იმოქმედებს სამშობიარო კლინიკებშიც. სიახლეა კოვიდ-პანდემიის დროს ფინანსური დარღვევების და სამედიცინო პერსონალზე დანამატების გაუცემლობის გამო დაჯარიმებული კლინიკებისთვისაც. კონკრეტული პირობის დაცვის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს ჯარიმები ჩამოეწერებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ავამღერე სიყვარული ვაჟა მალაციძე
GeorgianMelodyქართულიმელოდია
მედია რენტგენი | რადიო "თავისუფლება" და მედია ინკვიზიტორების...
Temur Charelashvili
„ევროპის გუნდის“ პროექტები - ევროკავშირი 2023 წელს ორი ახალი...
TV IMEDI
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
ევროპის დღე 2023 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორბელიანის მოე...
TV IMEDI
ნინას არვინ ninas arvin ♛
From Georgia
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკიდურესად გაჭირვებული ქამადაძეების მძიმე ყოველდღიურობა საფრ...
TV 25