საგამოძიებო კომისიის სხდომა

17.06.2021 01:25

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების გამოკითხვას განაგრძობს. კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს გურჯაანის მესამე და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ამ ოლქების თავმჯდომარეები უპასუხებენ. ახსნა- განმარტება მათ უბნებზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით მოუწევთ. ორშაბათს კი, საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას არაეფექტურს უწოდებს და პროცესში ჩართვას არ აპირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: