აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა
ონლაინ-შეხვედრა, რომელზეც ამერიკისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობის დღის წესრიგია დამოკიდებული. ექვსი თვის შემდეგ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკვე ორ საათზე მეტია, ერთმანეთს ვირტუალურად ხვდებიან. თეთრი სახლის და კრემლის ლიდერების საუბრის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და ინტერესი გაორმაგებულია, რადგან ონლაინ-შეხვედრა ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის და უკრაინასა და რუსეთს შორის უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე მიმდინარეობს. ამ გარემოებას თან ერთვის მოსკოვის ბოლოდროინდელი მუქარის შემცველი გზავნილები უკრაინის და საქართველოს მიმართ იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის მაღალი საფრთხეების ფონზე კიევი პუტინის მიმართ ბაიდენის საკმაოდ მწვავე და მკაფიო გზავნილების დაფიქსირებას ელოდება. ამ მოლოდინს ზრდის ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემთხვევაში, ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის და სანქციებსაც აამოქმედებს. პირდაპირი ჩართვა ვაშინგტონიდან, - „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე გვეტყვის, როგორია ონლაინ-შეხვედრის მიმართ მოლოდინი და პროგნოზები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
16 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზი...
მეცხრე ტალღა
#მოამბე 21 საათზე, 7 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კრემლი: რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ იგეგმე...
Tv Dia