მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა

04.06.2020 06:38

მთავრობამ პოსტკრიზისული გეგმის წინასწარი მონახაზი ერთ თვეში უნდა წარმოადგინოს.

პროცესში ქართველ ეკონომისტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც არიან ჩართულები. პროექტზე მუშაობის დროს ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ორი გამოწვევა იქნება: ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის სწრაფად გამოყვანა და სიღარიბის შემცირება. ამ მიზნით აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და საკრედიტო-საგარანტიო სქემის გააქტიურებაზე, რომელიც საბანკო სესხების აღების დროს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფოს მხრიდან თავდებობას გულისხმობს. პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია - დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუს 4 % იქნება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania