მანიპულაციის მცდელობა თუ ადამიანური შეცდომა
ადამიანური შეცდომა თუ დაგეგმილი მანიპულაცია: საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დროს დაფიქსირებული ხარვეზი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა, თუმცა საკითხის გარშემო ვნებათაღელვა ვერც ელენე ნიჟარაძის გადადგომამ ჩააცხრო. პირველი ვრცელი განმარტებები ე.წ. სერბული მოდელის გამოყენების და ბათილი ბიულეტენების მექანიკურად დათვლის შესახებ მმართველი გუნდისთვის არადამაჯერებელია. „ქართული ოცნება“ ორგანიზაციის მისამართით როტორიკას ამწვავებს და შედეგების მიზანმიმართულ გაყალბებასა და ხარვეზის შეგნებულად დამალვაში ადანაშაულებს. გადამდგარი თავმჯდომარის მიმართ კითხვები აქვთ ორგანიზაციის შიგნითაც, სადაც არ უარყოფენ, რომ შესწორებული და ცესკო-ს მონაცემებთან მიახლოებული შედეგების თვენახევრის შემდეგ გასაჯაროებამ ორგანიზაციას რეპუტაციული ზიანი მიაყენა. ოპოზიცია კი, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ „ისფედის“ მიერ ჩატარებულ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ასახელებდა, მომხდარს თავადაც ადამიანურ შეცდომას უკავშირებს და აცხადებს, რომ ფაქტი საერთო სურათს არ ცვლის. შესაბამისად, ხელისუფლების ოპონენტები გამოცხადებული ბოიკოტის შეწყვეტაზე არ ფიქრობენ. ორგანიზაციის წევრების მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები, უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს მმართველ გუნდში. უმრავლესობის დეპუტატები „სამართლიანი არჩევნებისგან“ ახლა ბიულეტენების დისბალანსთან დაკავშირებული კიდევ ერთი გადაცდომის აღიარებას ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ჩამოდის? ჩამოვიდეს რა პრობლე...
TV IMEDI
სააკაშვილის თემით მანიპულაციის მცდელობა
Saqartvelos patrioti
სააკაშვილის თემით მანიპულაციის მცდელობა
სამშობლოსთვის
სააკაშვილის თემით მანიპულაციის მცდელობა
გზამკვლევი
ლალი მოროშკინა
მგოსანი 🐦
რეზონანსული საქმით მანიპულაციის მცდელობა
Formula News
ოპოზიციის მცდელობა ქვეყანაში ვითარების ესკალაციისთვის
TV IMEDI
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster