კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ჩამოდის? ჩამოვიდეს რა პრობლემაა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

29.09.2021 04:46

▪კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ჩამოდის? ჩამოვიდეს რა პრობლემაა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ძალიან მარტივად ▪„იქნება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების, ვინც მივა არჩევნებზე. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ კახა 60%-ს აიღებს. არა მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში, ყველა უნდა ავდგეთ და შევიტანოთ წვლილი თვითმმართველობის არჩევნებზე და დიდი ანგარიშით დავამარცხოთ პირველივე ტურში დესტაბილიზაციის შემოტანის მსურველი ძალები“ ▪„თბილისში ძალიან განათლებული ხალხი ცხოვრობს და ძალიან კარგად ხედავენ ადამიანები, რეალურად, რა გავაკეთეთ, რა პროექტების განხორციელება შევძელით“ ▪„კვლევებს თავი რომ დავანებოთ, ჩემთვის ყველაზე მაგარი საზომი, კვლევითი ერთეული არის როდესაც გავდივარ ქუჩაში და ვხვდები მოსახლეობას, ის პოზიტივი და დადებითი ენერგია რომელიც მოდის ამ ადამიანებიდან“ ▪„კამპანია არ ჩაუტარებიათ საერთოდ, რა რეიტინგებზეა საუბარი? ის, რასაც აჩვენებენ არის მიზანმიმართული მცდელობა, საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული მანიპულაცია მოახდინონ“ ▪„უნიჭო გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნები არის, თუ გინდათ, რეალობა არის ეს“ ▪კახა კალაძე გადაცემაში „პირისპირ“ ეწვიეთ ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალურ ვებგვერდს https://www.imedi.ge/ge/shows/36/piri... © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: