კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

23.12.2021 36:26

▪„„ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული მოსახლეობის წინაშე - პრობლემების მოსაგვარებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ“ ▪„სააკაშვილი არ შიმშილობდა - ფაქტების სახით, ვიხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიირთმევდა“ ▪„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - მიხეილ სააკაშვილმა ჯერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, შემდეგ, არაჟნებში ჩამალული შემოიპარა“ ▪„ყველაფერს აკეთებს, რომ კონკრეტულ კითხვებს დაუძვრეს - იმასაც კი ამბობს, რომ არ იცნობდა ქარდავასა და ახალაიებს“ ▪„„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელია დიდად არ ეხატებათ გულზე და ამას თავადაც არ მალავენ“ ▪„მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი შიმშილობას დაიწყებს, ამით ხელისუფლება დაფრთხება და მას გაუშვებენ“ ▪„​მიზანმიმართულად ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკვიდრებას, თითქოს მგზავრობის ტარიფი ძვირდება“ ▪„ჭავჭავაძის პროექტის მოდელი სხვა ქუჩებზეც დაინერგება“ ▪„მეც პატარა ბავშვივით მიხარია, რომ ქალაქი საახალწლოდ მოირთო“ ▪„მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით ბიზნესს“ ▪„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თბილისში რჩება ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდება - მომდევნო წლის გაზრდილი ბიუჯეტი აისახება სოციალურ პროგრამებზეც“​ ▪„როდესაც მივედი თბილისის საკრებულოში, აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი, როცა ოპოზიციას ვუთხარი, რომ მზად ვარ, ყველაფერი გვერდით გადავდო და ვითანამშრომლო - პასუხად შეურაცხყოფა მივიღე“ ▪„ადამიანს არ უნდა ჰქონდეს ბარიერი და ზღვარი, რომ თავისი რაიონის გამგებელთან მივიდეს“ ▪კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2021

გაზიარება: