კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
▪„ოპონენტები ერთსა და იმავე წრეზე დადიან, მათი რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული, არავის არ მიეცემა დაძაბულობის, არეულობის შემოტანის, გადატრიალების საშუალება - დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანას მშვიდობა სჭირდება“ ▪„„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და ევროპულობასთან“ ▪„„საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ISFED-ს არასამთავრობო ორგანიზაციასთან კავშირი არ აქვთ - ეს ადამიანები ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები არიან, ISFED-ი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციურ სცენარში“ ▪კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, მგონია, რომ მათთან საუბარი შეუძლებელია ▪„ვერ წარმომიდგენია, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გახდეს, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია“ ▪კახა კალაძე საცობებზე: კრიტიკა მისაღებია, მე მზად ვარ ამ კრიტიკისთვის - დიდწილად, საცობები დედაქალაქში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სამუშაოებითაა გამოწვეული, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირზე საშვილიშვილო საქმე კეთდება ▪„მინდა, მივმართო მოქალაქეებს - გვჭირდება თქვენი თანადგომა, რომ ერთად გავიჭირვოთ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ, ეს ჩვენს მომავალ თაობებს სჭირდება, ბოდიში დისკომფორტისთვის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია არსებული პრობლემების მოგვარება“ ▪„მეტროში არანაირი პრობლემა არ არის მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით - გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესასვლელი ვერ უზრუნველყოფს მეტროში შემსვლელი ადამიანების გამტარუნარიანობას“ ▪„ისე არაფერი არ ალამაზებს ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები და გამწვანება“ ▪„თბილისობის დღესასწაული ოქტომბრის პირველ უქმეებზე გაიმართება - წელს საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გვექნება“ ▪„ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გამოცოცხლდა საფეხბურთო მიმართულება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა“ ▪კახა კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე: ხვალ ძალიან რთული შეხვედრა იქნება - მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს ▪კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე: ის უნიჭიერესი ადამიანია, ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება, მან შრომის ფასი იცის ▪„როდესაც გამოითქვა მზაობა მის აყვანასთან დაკავშირებით, ჩემგანაც აინტერესებდათ მოსაზრება - ხვიჩას ჩემგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ჩემი დამოკიდებულება ვუთხარი ხვიჩას სიძლიერესა და ტალანტზე“ ▪თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში "იმედი LIVE"
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში "იმედი LIVE"
TV IMEDI
კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
კახა კალაძე სტუმრად გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI